Tuesday, May 9, 2017

მეცხრე დღე

დღეს ინტელის ტრენინგის ბოლო დღეს მოვისმინეთ პრეზენტაციები და გავაკეთეთ უკუკავშირი .
  ტრენინგის 9-ვე დღე იყო ძალიან საინტერესო, შინაარსობრივად დატვირთული,შემეცნებითი.ვისწავლეთ პროექტის შედგენა და დაგეგმვა და განხორციელება. 
 უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს ხათუნა  ციხელაშვილს. საინტერესო და ხალისიანი , მუშაობისათვის.

Sunday, May 7, 2017

მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღე იკო ინფორმაციულად დატვირთული, საინტერესო და სახალისო.
გავეცანით საავტორო უფლებების  დაცვასა და გაცნობიერებას. 1923 წლამდე არაა დაცული არანაირი საავტორო უფლებები ,ხოლო 1963 წლიდან დაცულია ნაწილობრივ, 1989  წლიდან კი ყველაფერზე ვრცელდება საავტორო უფლებები.შემდეგ გავეცანით   მოსწავლეთა  საჭიროებების გათვალისწინებით   დიფერენცირებულ სწავლებას, განვიხილეთ 4 დონე;
.1-შინაარსი,
2-პროცესი
,3-პროდუქტები,
4-სასწავლო გარემო
სააზროვნო უნარებში განვიხილეთ აზროვნების კონცეფციები, ვიმსჯელეთ  რწმენა და დამოკიდებულებებზე. ვიმსჯელეთ როგორი აზროვნების უნარი იკო ძველად და ახლა 21 საუკუნეში. ჩვენს პროექტში შევავსეთ რა დავალებებს მივცემთ სუსტ და ძლიერ  მოსწავლეებს  პროექტზე მუშაობისას. ვისწავლეთ საქარალდის გაზიარება და საკუთარი  გვერდის გაფორმება ფონით და სასურველი დიზაინით.

Saturday, May 6, 2017

მეშვიდე დღე

დღეს  გავიხსენეთ, 5-სტრატეგია.შეფასების სტრატეგია, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის
შექმნა .ვიმსჯელეთ  პროექტის ფარგლებში მსვლელობასა და აქტივობებეზე.
ვისაუბრეთ  იდეის გენერირებაზე.შევედით ჩვენს გვერდზე დავწერეთ  პროექტის გეგმა მიზანი დ აქტივობები-დროში გაწერილი.